LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Alshaya Group-ის აღმასრულებელ თავმჯდომარეს შეხვდა

143
00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, კომპანია Alshaya Group-ის აღმასრულებელ თავმჯდომარეს მოჰამედ ალშაიას შეხვდა.

მოჰამედ ალშაიამ პრემიერ-მინისტრს კომპანიის პრიორიტეტები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის მეთაურმა მას ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური ეკონომიკური ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნა გამოთქვეს და ამ თვალსაზრისით კონკრეტული სფეროებიც განიხილეს.

Alshaya Group-ი ქუვეითის სახელმწიფოს უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ფრენჩაიზის ოპერატორია 70-ზე მეტი საცალო ბრენდისთვის, მათ შორისაა Starbucks, Mothercare, H&M, Debenhams, American Eagle Outfitters, Payless და სხვ. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს არაერთ სექტორს: ჯანმრთელობის, სილამაზის, ავეჯის, მოდის, კვების, დასვენებისა და გართობის სექტორებს. ის მსოფლიოს მასშტაბით ათასობით მაღაზიას, კაფეს, რესტორანს, ონლაინ და ციფრულ ბიზნესს ფლობს. Alshaya Group-ს, საცალო ოპერაციების გარდა, ათვისებული აქვს უძრავი ქონების, სამშენებლო, სასტუმროების, ავტომობილების სფეროები. კომპანიაში 46 000 ადამიანზე მეტია დასაქმებული და მისი შემოსავალი 12.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები