„არასამთავრობოების წარმომადგენლებიც არიან ჩვეულებრივად, „არქიფოს“ მრევლი“, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად ყველაფერს აკეთებს“:
„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან, უფრო სწორედ, თვითონ არიან ამ „ორკების“ შემადგენელი ნაწილი. გუშინ რომ ვიხილეთ ჩვენ „ნაცი“ „ტიტუშკები“ და „ნაცი“ „ორკები“, ასეთია ზუსტად არასამთავრობოების ლიდერების სახეც. ყველაზე ტრაგიკული ამ ყველაფერში ის არის, რომ ისინი ქვეყნის გარედან ფინანსდებიან, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დავიცავთ“, – განაცხადა კობახიძემ.