LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე ბათუმში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძმრებს

65

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძმრებს.

”დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო და მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ხანძრის დროს დაშავებულ ჩვენ მოქალაქეებს და სტუმრებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობას ვუხდი მაშველებს, მეხანძრეებს, პოლიციელებს და ექიმებს, ყველას ვინც, უდიდესი რისკის ფასად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლო”, – აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილი არიან ბათუმის კლინიკებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g