LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი“

122
ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დედაუნივერსიტეტის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს.

კობახიძე ეხმაურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეს:

„დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეა! ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი, როგორადაც ის ივანე ჯავახიშვილმა და მისმა დიდმა თანამოაზრეებმა ჩაიფიქრეს!”, – წერია კობახიძის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g