“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობაზე, ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ სრული თანხმობით აირჩიეს. ირაკლი კობახიძე ამ დრომდე, პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებდა.
ყრილობა „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში მიმდინარეობს და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე დელეგატი ესწრება.
ყრილობის პარალელურად, „ექსპო ჯორჯიასთან“ მიმდინარე აქციაზე დღეს რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
„ექსპო ჯორჯიასთან“ მიმდინარე აქციაზე 9 აქტივისტი დააკავეს
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ოცნების“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტია და თანამდებობა დატოვა და მასთან ერთად პოლიტიკიდანაც წავიდა.