LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების საპირწონედ საკუთარი ღირებულებების დათმობას ან მშვიდობის დათმობას გვიყენებენ, ეს არასწორი დილემაა“

118
ირაკლი კობახიძე

„სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია არ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ დაეცვა ევროპის ობიექტური ინტერესები – სუვერენიტეტის დეფიციტი არის მთავარი პრობლემა ევროპის მასშტაბით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროპული ბიუროკრატია გარე გავლენებით იმართება.

„სამწუხაროდ განვითარდა მოვლენები ევროპის კონტინენტზე. ევროკავშირს სერიოზული ზიანი მიაყენა. სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია არ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ დაეცვა ევროპის ობიექტური ინტერესები. ამას აქვს ერთი მთავარი მიზეზი, ის რომ ევროპული ბიუროკრატია სამწუხაროდ არსებითად იმართება გარე გავლენებით. შესაბამისად, მათ უჭირთ ობიექტურ ინტერესებზე დაფუძნებით გადაწყვეტილების მიღება. ეს არის მთავარი პრობლემა, სუვერენიტეტის დეფიციტი. სუვერენიტეტის დეფიციტი არის მთავარი პრობლემა ევროპის მასშტაბით. რამდენიმე სახელმწიფო შემოგვრჩა ევროკავშირის მასშტაბით ისეთი, რომელიც მტკიცედ იცავს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს“,-აღნიშნა პრემიერმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა: „ევროკავშირის შექმნის დღიდან 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მასში ომი არ ყოფილა – საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ მიმავალი გზა“

მათივე ცნობით, დღესდღეობით ევროკავშირი მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია, სადაც ყოფილი მეტოქეები კეთილდღეობის მისაღწევად ერთად მუშაობენ.

მისივე თქმით, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების საპირწონედ გვიყენებენ საკუთარი ღირებულებების დათმობას, ან მშვიდობის დათმობას, ეს არასწორი დილემაა.

„როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების საპირწონედ გვიყენებენ საკუთარი ღირებულებების დათმობას, ან მშვიდობის დათმობას, ამ შემთხვევაში, არაპირდაპირი ფორმით მიგვანიშნებენ ამ ყველაფერზე, ეს არის არასწორი დილემა. ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, მშვიდობის შენარჩუნებით, განვითარებით, ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებით. აქ პრინციპებს ვერ გადავუხვევთ“,- აღნიშნა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირში ჩვენი წევრობის მიზანი, ნამდვილად არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი.

შალვა პაპუაშვილი: „ის, რომ ევროკავშირი მშვიდობისათვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს, იყო მშვიდობის პროექტი, ნიშნავს იყო პასუხისმგებლიანი ძალა – ქართველებმა კარგად ვიცით, რომ მშვიდობიდან ომამდე თვალის ერთი დახამხამებაა“

magti 5g