LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი რაღაც მომენტში გახდა რადიკალური ოპოზიციის შემადგენელი ნაწილი, ჩაერთო კამპანიაში, რომელიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ

159
1700053387_264245

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ლობირებდნენ, პარალელურად კი, პრეზიდენტი და რადიკალური ოპოზიცია საწინააღმდეგო გზავნილებით მიდიოდნენ.

„გვახსოვს, რა გზავნილებით გამოდიოდა ის საქართველოს პარლამენტის შენობაში და ეს გზავნილები პირდაპირ მიდის კონკრეტულ კაბინეტებამდე ევროპულ დედაქალაქებში და ლოგიკურად უნდა ვიმსჯელოთ იმაზეც, რომ იმავე გზავნილებით მიდიოდა ის ევროპელ პარტნიორებთან. ანუ, ერთი მხრივ იყო საქართველოს ხელისუფლება – პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები, რომლებიც დადიოდნენ ევროპულ დედაქალაქებში და ლობირებდნენ საქართველოს სასარგებლოდ, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი და ამასთან ერთად, დადიოდნენ რადიკალური ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილი, რომლებიც საწინააღმდეგო მესიჯებით მიდიოდნენ. მიდის მთავრობა და ამბობს, რომ მივყვებით გეგმას – მიდიან სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალურ მოძრაობა“ და ამბობენ, რომ არაფერი კეთდება ხელისუფლების მხრიდან ამ მიზნის მისაღწევად. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვეულებრივი საბოტაჟი, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები