„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება, აუცილებლად აღდგება მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რაც ჩვენს გმირებს ჰქონდათ“, – ამის შესახებ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. ყველას გვახსოვს უმძიმესი ტრაგიკული დღეები, თუმცა ეს დღეები ჩვენ ასევე სიამაყით გვავსებს გამომდინარე იმ უდიდესი გმირობიდან, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა ჩაიდინეს. კიდევ ერთხელ ჩვენ მათ პატივი უნდა მივაგოთ.
მათ ჰქონდათ ოცნება, ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მე დარწმუნებული ვარ, მათი გმირობა უკვალოდ არ ჩაივლის.
საქართველოს ტერიტორია აუცილებლად აღდგება, აუცილებლად აღდგება მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რაც ჩვენს გმირებს ჰქონდათ“,-განაცხადა კობახიძემ.