„საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას აღნიშნა, ამ პრიორიტეტში ქვეყანას აქვს წითელი ხაზები, რომელიც ტერიტორიების დეოკუპაციასთანაა დაკავშირებული და ეს წითელი ხაზები ბოლომდე იქნება დაცული.
„2012 წლიდან მოყოლებული, მთელი ამ წლების განმავლობაში, არაღიარების პოლიტიკა იყო ძალიან წარმატებული. რა თქმა უნდა, ამაზე ზრუნვაც გაგრძელდება. როცა საქმე ექნება საქართველო – რუსეთის ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება პრაგმატული პოლიტიკა. პრაგმატული პოლიტიკა არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები.
საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება დარჩება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს „წითელი ხაზები“, ეს არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციასთან.
ჩვენ გაქვს ჩვენი მისწრაფებები და ეს „წითელი ხაზები“ ბოლომდე იქნება დაცული. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ პრაგმატულ პოლიტიკას.
სერგეი ლავროვი: „კოლექტიური დასავლეთი შიდა კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს და საქართველოში ფერადი რევოლუციის გაჩაღებას ცდილობს“
„კოლექტიური დასავლეთი შიდა კონფლიქტების, დაძაბულობის კერების პროვოცირებას ახდენს, არ ეთაკილება სხვადასხვა ბინძური გეოპოლიტიკური ტექნოლოგიები“.
ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანები არის სიღარიბის დაძლევა და მეორე უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა.
ამ მიზნის მიღწევა დამოკიდებულია გლობალურ ტენდენციებზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველ ამოცანასთან ერთად, ეს ამოცანაც იქნება სათანადოდ გადაჭრილი“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.