„თუ ვინმეს ეშინია, რომ ვეღარ მოახერხებს სიცრუის თავისუფლად გავრცელებას და სიძულვილის თავისუფლად ტირაჟირებას, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სიცრუე და სიძულვილი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, შესაბამისად, საჭიროა ახალი რეგულაციები“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
აღნიშნულით იგი მედიასთან დაკავშირებით მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ცვლილებები, რაზეც საუბარია, საქართველოს კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან იქნება თავსებადი.
„იცით, რომ სიცრუე და სიძულვილი არის ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღი, რასაც იყენებდა „დიფ სთეითი“ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში.
შალვა პაპუაშვილი: „მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა გამოწვევაა – ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, რომელიც მიღებულია მედიასთან დაკავშირებით და გადმოვიტანთ – რამე კითხვებია ამ სტანდარტთან დაკავშირებით? – მიმართეთ ბრიტანეთს!“
„„FAKE ნიუსებთან“ ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გამოწვევაა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც, რა თქმა უნდა უნდა, ვებრძოლოთ.“
როდესაც საუბარია მედიასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ერთადერთი, რასაც ეს ცვლილება შეიძლება შეეხებოდეს, სიცრუესა და სიძულვილის გავრცელებასთან დაკავშირებული საკითხია.
თუ ვინმეს ეშინია, რომ ვეღარ მოახერხებს სიცრუის თავისუფლად გავრცელებას, სიძულვილის ტირაჟირებას, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიცრუე და სიძულვილი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის და შესაბამისად, აქ არის საჭირო ახალი რეგულაციები, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ცენზურის გარეშე, იმ ძირითადი უფლებების შელახვის გარეშე, რასაც მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება ჰქვია.
ბუნებრივია, საუბარია ისეთ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც იქნება თავიდან ბოლომდე თავსებადი ჩვენს კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.