„ვახტანგ გომელაურთან ცხოვრებაში, ჩემს დღეში არ მქონია კამათი, არც კახა კალაძეს,“ – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების დასმულ კითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ ლიდერებს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან ფარული მასალების გამოჟონვასთან დაკავშირებით კამათი ჰქონდათ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, გომელაურთან პოლიტიკურ პროცესებზე კამათი არავის ჰქონია.
„ვახტანგ გომელაური არის ადამიანი, რომელთანაც არასდროს არავის არ ჰქონია კამათი, ვგულისხმობ პოლიტიკურ პროცესებს“,- განაცხადა კობახიძემ.