LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძის დღეს ნათქვამი 5 ფრაზა, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა

2297
კობახაძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

კობახიძის განცხადებები ძმებ ლევან და დავით ბერძენიშვილებს ეხებოდა. მან პოლიტიკოს დავით ბერძენიშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან “იდენტობის შემარყევლები” უწოდა. ლევან ბერძენიშვილს კი ისტორიის ცოდნაც დაუწუნა.

  1. ლევან ბერძენიშვილმა რა იცის ისტორია და მისი გააზრება?
  2. ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება გინესის რეკორდების წიგნშიც შევიყვანოთ, ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო
  3. ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები, რომლებიც დღეს ცდილობენ, პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები, ბოლშევიკები, 100 წლის წინ უროთი ანგრევდნენ.
  4. „ნაცმოძრაობის“ მეგობარი საქართველოს მეგობარი ვერ იქნება.
  5. „მე მასწავლით კონსტიტუციებს?“-კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არ იქნება.

კობახიძის აღნიშნულმა განცხადებებმა სოციალურ ქსელში კრიტიკა დაიმსახურა.

პარლამენტში პლენარულ სხდომაზე კი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, ადგილზე მანდატურის გამოძახება გახდა საჭირო. ჩხუბი რამდენიმე წუთით გაგრძელდა.

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ დღეს, ირაკლი კობახიძემ საკუთარი განცხადებებით ძალადობა წაახალისა.

ირაკლი კობახიძე: ძმებ ბერძენიშვილებს აქვთ გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ

კობახიძე: ლევან ბერძენიშვილმა რა იცის ისტორია და მისი გააზრება?

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.

„სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღაბირაშვილი გამოვა იტყვის, „ომი გინდათ“? ერეკლემაც მაგი თქვა, რა, აბა ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო.

ჰოდა, მე მეკითდებოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება“?

ლევან ბერძენიშვილის მოსაზრებას ქართული საზოგადოების ნაწილი კრიტიკით შეხვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g