„საქართველოში პენსია აუცილებლად იქნება 1000 ლარი“, – ამის შესახებ „ლელოს“ წარმომადგენელმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა და თქვა, რომ პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ეს ინიციატივა ეკონომისტების მიერ უკვე დათვლილი და შეფასებულია.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე შესაძლებელია, პენსიონერებისთვის პენსიის უკვე მომავალი წლიდან გაზრდა:
„საქართველოში პენსია აუცილებლად იქნება 1000 ლარი. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, შესაძლებელია და გარდაუვალად აუცილებელია საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს 1000 ლარიანი პენსია.
„პენსია იქნება 1000 ლარი.. ეს სიტყვები შეგიძლიათ დამახვედროთ 1-2 წლის შემდეგ, როცა ხელისუფლებაში ვიქნები“ – მამუკა ხაზარაძე
„ოპონენტებს გაუჩნდებათ კითხვა როგორ ვაპირებ ამას, დამიჯდეს ნებისმიერი და დამისვას კითხვები.“
დღეს ქართველ პენსიონერს არ აქვს შესაძლებლობა გაუძლოს იმ მინიმალურ გამოწვევებს, რომელიც მას ყოფით ცხოვრებაში აქვს. „ქართული ოცნება“ ზრუნავს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებზე და საკუთარ ჯიბეზე.
ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივა დღეისთვის არის უკვე დათვლილი, შეფასებული ეკონომისტების მიერ და 2024 წლიდან შესაძლებელია და გარდაუვალია, რომ პენსია გაიზარდოს“. – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.