„წინ მხოლოდ გამარჯვებაა“, – ამის შესახებ „ლელოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს ფოტოს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად.
ფოტოზე არიან „ლელოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ფიქრია ჩიხრაძე და დავით გამყრელიძე.
„ლელოში“ შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტი მარგველაშვილი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.