LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ლექვინაძემ ვიცე-მერის პოსტი შესაძლოა, შეინარჩუნოს

120

“გიდასტურებთ კონსულტაციებს, თუმცა გადაწყვეტილება არ არის მიღებული,” – ასე უპასუხა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ, ჟურნალისტების კითხვას მის ვიცე-მერად ხელმეორედ შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.

არსებული ინფორმაციით, ახლადარჩეული მერის პირობებში ვიცე-მერის პოსტი ირაკლი ლექვინაძემ შესაძლოა, შეინარჩუნოს. ნარმანიას დანარჩენ მოადგილეებს კი პოსტების დატოვება მოუწევთ.

ჯერჯერობით უცნობია,  კახა კალაძე მოადგილეების თანამდებობაზე ვის წარადგენს.  მოვალეობის შესრულებას ის ორშაბათიდან იწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები