LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ნადირაძე: „არა კალაძის საცობებს!“ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კახა კალაძე და მისი რუსული მთავრობა ვაიძულოთ, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლითაც ჩვენი შვილები არ დაიხრჩობიან

133
Untitled design (5)

„არა კალაძის საცობებს!“ – ამ მოთხოვნით, საბურთალოზე, „სითი მოლთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ, ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ და პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ბრიფინგი გამართეს.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, თბილისის საცობები თბილისის მერის, კახა კალაძის „არასწორი სატრანსპორტო და სამშენებლო პოლიტიკის ბრალია“ და „ყველაფერს გააკეთებენ, რომ რუსულ მთავრობას ისეთი ნაბიჯების გადადგმა აიძულონ, რომლითაც ჩვენი შვილები საცობებისგან გამოწვეულ ჰაერში არ დაიხრჩობიან“.

„ის რომ თბილისელები საცობებში იხრჩობიან, ეს არის კახა კალაძის არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის, არასწორი სამშენებლო პოლიტიკის ბრალი, არასწორი ურბანული პოლიტიკის, კორუფციის, არაპროფესიონალიზმის, იმ განუხორციელებელი პროექტების ბრალია, რომელიც კალაძემ არ განახორციელა ან იმ განხორციელებულების, რომლებიც არასწორად შეასრულა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საცობები მხოლოდ საათობით დგომის დისკომფორტი არ არის, ეს არის დაბინძურებული ჰაერის პრობლემა. ეს ის ბინძური ჰაერია, რომელსაც ჩვენ და ჩვენი შვილები ვსუნთქავთ. ამიტომ, ვაგრძელებთ კამპანიას – „არა კალაძის საცობებს!“ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კახა კალაძე და მისი რუსული მთავრობა ვაიძულოთ, რომ ისეთი ნაბიჯები გადადგან, რომლითაც ჩვენი შვილები საცობებისგან გამოწვეულ ჰაერში არ დაიხრჩობიან“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე კი ამბობს, რომ კახა კალაძე თბილისში მოძრაობას „ქვის ხანის მეთოდებით არეგულირებს“.

„დღეს ვაჟა-ფშაველას გამზირზე ვიმყოფებით და მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი [წინასაარჩევნო] დაპირება გავიხსენოთ, რომელიც ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნების დაპირებას ეხებოდა, რომლითაც მოძრაობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დარეგულირდებოდა. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იმგვარად ორგანიზდებოდა მოძრაობა, რომ ასეთ კატასტროფულ ვითარებაში თბილისელებს ყოველდღე არ მოუწევდათ გადაადგილება. თუმცა ესეც შეუსრულებელ დაპირებად დარჩა. დღეს, კახა კალაძე მოძრაობას ქვის ხანის მეთოდებით არეგულირებს“,- განაცხადა ვასო ურუშაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, კახა კალაძე თბილისელების ინტერესების ნაცვლად, კორუფციულ ინტერესებს ემსახურება, რომლის შედეგიც ქაოსური განაშენიანებაა.

„კახა კალაძე, ნაცვლად თბილისელების ინტერესისა, კორუფციულ ინტერესებს ემსახურება, რომლის შედეგია დედაქალაქში ქაოსური განაშენიანება და სწორედ ეს არის მთავარი წყარო ამ კალაძის საცობების. კახა კალაძე და მისის საქმიანობა ბოლოს წლების განმავლობაში, იმით ხასიათდება, რომ პირად და მეგობრების კეთილდღეობაზე ზრუნავს. საერთოდ არ ზრუნავს თბილისელებზე, რომლებსაც საცობებში დგომა საათობით უწევთ. ეს არის წელიწადში ერთი თვე, რომელსაც თბილისელები საცობში ატარებენ“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g