LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ქადაგიშვილი: „სამწუხაროა, რომ 34 წლის განმავლობაში, ევროკავშირის მხრიდან რეალური ინვესტირება 100 მილიონზე მეტი არაა – საქართველოს არაფერი დააკლდება, რადგან მთელი რიგი საკითხებით ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე წინაა“

131
ირაკლი ქადაგიშვილი

„ამ 100 მილიონის სხვაგან გადასროლა სახელმწიფოს ფუნქციონირებაში არავითარ შეფერხებას არ გამოიწვევს – საქართველოს არაფერი დააკლდება, რადგან მთელი რიგი საკითხებით ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე წინ არის!“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით იგი, საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ფინანსური დახმარება სახელმწიფო უწყებების ნაცვლად, შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოებამ მიიღოს.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, „ამ 100 მილიონის სხვაგან გადასროლა სახელმწიფოს ფუნქციონირებაში არავითარ შეფერხებას არ გამოიწვევს და არც ერთ პენსიონერს, პოლიციელს, სამხედროს, სოციალურად დაუცველს ერთი თეთრი არ მოაკლდება“.

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციური პარტიების წერილზე: „ეს წერილი წინასაახალწლოდ თოვლის ბაბუას გაუგზავნონ – ხელისუფლებაში მოსვლას ვერ მიიღებენ და იქნებ საჩუქრები მაინც მიიღონ!“

„სამწუხაროა, რომ 34 წლის განმავლობაში, ევროკავშირის მხრიდან საქართველოში რეალური ინვესტირება 100 მილიონზე მეტი არ არის. ეს იმ ფონზე, როცა საქართველოს ბიუჯეტი 28 მილიარდია. საქართველოს მთავრობა როგორც 28 მილიარდს, ასევე ამ 100 მილიონს აბსოლუტურად გამჭვირვალედ ხარჯავდა.

საინტერესოა, ბატონი ბარელი ფიქრობს, რომ არასამთავროებო ორგანიზაციებმა ეს 100 მილიონი ისევე გამჭვირვალედ უნდა დახარჯონ, როგორც საქართველოს მთავრობა ხარჯავს, თუ „შავ ფულად” უნდა იქცეს?! ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რაზეც პასუხი გვაინტერესებს!

ჯოზეფ ბორელი: „100 მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს საქართველოს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს“

„ცხადია, რომ საქართველოს საკითხი არის ის, რასაც დღეს ყველა განიხილავს. კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული.“

გასაგებია, რომ მათ არც იმის თქმა შეუძლიათ, რომ არჩევნები არ შედგა, რადგან არჩევნები შედგა და ძალიან კარგად იციან. უნდათ, რომ ამ მდგომარეობიდან რაღაცნაირად ნელ-ნელა გამოვიდნენ.

პრემიერი: „დღეს, ოთხმა პარტიამ მიმართა ევროკავშირს, მათ შორის მოითხოვეს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება – ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს“

გამოძიება პროკურატურაშიც დასრულდება და მის შედეგებსაც იხილავენ. გამომდინარე აქედან, საქართველოს სამართლიან გზას ვერავინ გააჩერებს.

ევროკავშირის რიგი წარმომადგენლები კანონის, ევროკავშირის, დემოკრატიის პრინციპების დარღვევით ოპოზიციის სასარგებლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართული.

ასეთი ქმედება საერთაშორისო დონეზე, საერთაშორისო პრაქტიკაში იმიტომ არის აკრძალული, რომ შემდგომში მიღებული დამარცხება საკუთარ დამარცხებად აღიქმება, ხოლო საკუთარ დამარცხებას სახელმწიფოებს შორის პოლიტიკურ ურთიერთობაში თარგმნიან. ეს პრაქტიკა დაარღვიეს და ახლა საკუთარ თავს ასეთ უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ!“. – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ნიკა მელია: „წერილთან დაკავშირებით მინიმუმ 6 დღეა ვსაუბრობთ და რატომ გაიკვირვა კალაძემ, ივანიშვილმა, კობახიძემ, „ქართულმა ოცნებამ“?! – წერილში წერია ის, რასაც ვსაუბრობთ დღის განმავლობაში 30-ჯერ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g