LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ქარსელაძე: „ძალიან რთული ვითარებაა, სამუშაოდ ძალიან მძიმე პირობებია, ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობს კონკრეტული გეგმა“

187
Untitled design (1)

შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ადგილზე ძალიან რთული ვითარებაა და სამუშაოდ ძალიან მძიმე პირობებია, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მისი თქმით, კონკრეტული გეგმა არსებობს :

„სამუშაოები მაქსიმალური ინტენსივობით მიმდინარეობს, მაშველები, ჯარი, ტექნიკა. ძალიან რთული ვითარებაა, ძალიან მძიმე პირობებია სამუშაოდ. ძალიან დიდ მასასთან გვაქვს საქმე. ეს არის ლამი, რომელიც სამუშაოებს მნიშვნელოვნად ართულებს.

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც ხდება ორი გზის გაყვანა იმგვარად, რომ მაქსიმალური ძალისხმევა არის კოტეჯებისკენ. ერთი ცხედარი კიდევ იქნა აღმოჩენილი. რაც შეეხება სამუშაოებს, გუშინ მოვახერხეთ 5 ერთეული ტექნიკით გადასვლა. ამჟამად დაახლოებით 15 ერთეული მუშაობს არეალში, მთლიანობაში კი 30 ერთეულია. რეალურად, ბევრი ტექნიკის ჩართულობით ვახერხებთ იმას, რომ მობილობა იზრდება.

წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ხიდის აწყობა და დღეს საგზაო დეპარტამენტმა აუცილებლად უნდა დავდოთ ხიდი. ხედავთ, რომ მდინარეზე გადასასვლელი გზაც ეწყობა პარალელურ რეჟიმში, ვიდრე ხიდი მოეწყობა. ასევე ალტერნატიული გზა, რომლითაც ჩვენ რეალურად მეორე ფრონტი გვინდა გავხსნათ და იქიდანაც გვინდა შევიდეთ უკვე მაშველებთან და ჯართან ერთად. ასევე, მესამე ფრონტი იქნება მას მერე, რაც უკვე ხიდი დამონტაჟდება. ფაქტობრივად, ვცდილობთ, რომ მთელი პერიმეტრი მოვიცვათ შეძლებისდაგვარად, წინა მხარეზეა საუბარი და გარდა ამისა, დავამატოთ ორი შესაძლო ფრონტი“, – თქვა ირაკლი  ქარსელაძემ.

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის მეუღლეს, ალინა პოლიკოვსკას ეკუთვნის

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს 

შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილია 12 ადამიანი. სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი. მაშველები სტიქიის შედეგად დაკარგული ადამიანების ძებნას კვლავ აგრძელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g