LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა: „ჯო უილსონი თურმე „ტვიტერის“ ერთ „მესიჯში“ 1000 დოლარს იღებს, ეს იაფფასიანი ეს“

225
BeFunky-collage (1)

„ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯო უილსონი „ტვიტერის“ ერთ „მესიჯში“ 1000 დოლარს იღებს. ზარქუამ კონგრესმენ ჯო უილსონს „იაფფასიანი“ უწოდა.

„ბევრი ჯო უილსონისნაირი, ვინც ფინანსდება და ათქმევინებენ იმას, რაც უნდათ, ეს ხომ ნანახი გვაქვს?! მეტიც, ეს ხომ გამოაშკარავებულია – ჯო უილსონი თურმე „ტვიტერის“ ერთ „მესიჯში“ 1000 დოლარს იღებს. ეს იაფფასიანი ეს“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ამ სიტყვებით ირაკლი ზარქუამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და კონგრესმენის ჯო უილსონის და ჯეიმს მაკკლირის მოთხოვნებზე.

როგორც აღნიშნა „ქართული ოცნების“ წევრმა აღნიშნა,  არ აქვს მოლოდინი, რომ ეს მოთხოვნა გაიზიაროს პალატამ.

„არ მაქვს მოლოდინი, რომ ამას მიიღებს და გაიზიარებს მთელი პალატა, მაგრამ „გლობალური ომის პარტია“ ტყუილი რომ არ ყოფილა, აგერ აღმოჩნდა. ამერიკის პრეზიდენტი, „დიფ სთეითს“, ანუ „გლობალური ომის პარტია“ რაც არის, იმავეს ახსენებს. ე.ი. მართლები ვყოფილვართ, საცეცები აქვთ მთელ მსოფლიოში. აბა, გგონიათ, ისლანდიის ვიღაც ჩინოვნიკმა, რომელმაც შესაძლოა, რუკაზეც ვერ მოძებნოს საქართველო, დაინტერესდა, წაიკითხა, დემოკრატია ცუდად არის იქო?! არა – ჩაუგდეს „მესიჯი“ ისევე როგორც დანარჩენ სახელმწიფოებს, ჩინოვნიკებს ასევე ვიღაც-ვიღაც ლიდერებს და საქართველოს წინააღმდეგ იყო შეტევა. ვერ გაითავისეს ამხელა წინააღმდეგობას როგორ უწევს საქართველო, ეს პატარა ქვეყანა. სალომე – “მადამ მავნებელი” ვინცაა, ჩავიდა და ამერიკელებს და ევროპელებს მიმართა 3.7 მილიონიანი ქვეყანა როგორ ვერ დაიმორჩილეთო. აი, რასთან გვაქვს საქმე. ბევრი უილსონი იქნება, ჯო უილსონისნაირი, ვინც ფინანსდებიან და ათქმევინებ იმას, რაც უნდათ. ეს ხომ ნანახი გვაქვს?! მეტიც, ეს ხომ გამოაშკარავებულია. მათ შორისაა ამერიკული კანონი „ფარა“. საიდან გავიგეთ ჩვენ, რომ ჯო უილსონი თურმე „ტვიტერის“ ერთ „მესიჯში“ 1000 დოლარს იღებს – ეს იაფფასიანი ეს. ბევრი შეტევა იქნება ჩვენს ქვეყანაზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე.

გვაქვს მოლოდინი, რომ ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს, ეს „დიფ სთეითი“ დაამარცხოს და დალაგდება ყველაფერი. ამის გვჯერა, გვწამს და წარმატებებს ვუსურვებთ“,- განაცხადა ზარქუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g