LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა: მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, მით უმეტეს, როცა ჩემს „ხაბეს“ ეხება.. ერთი კითხვა მაქვს – პრემიერი და მთელი მთავრობა პარლამენტშია, შენ რა გინდა კასპში, თუ მართლა „ქურქუმალა“ არ ხარ?

216
Untitled design (3)

კასპში, განვითარებულ მოვლენებს, სადაც ენმ-ის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილს „ოცნების აქტივისტები მიუვარდნენ“, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ეხმაურება და აცხადებს, რომ „მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, მით უმეტეს, როცა მის „ხაბეს“ ეხება“.

ირაკლი ზარქუას ხაბეიშვილისგან აინტერესებს, როდესაც პრემიერი და მთელი მთავრობა პარლამენტშია, თავად რა უნდოდა კასპში, თუ მართლა „ქურქუმალა“ არ არის?

„რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, მით უმეტეს, როცა ჩემს „ხაბეს“ ეხება. თუ არის იქ საფუძველი ბუნებრივია, შესაბამისი უწყებები რეაგირებას მოახდენენ. თუმცა, ერთი კითხვა მაქვს – დღეს პრემიერია პარლამენტში, სადაც მთელი ოპოზიციური სპექტრი უნდა იყოს დარაზმული, რომ აბა, კითხვები (დასვან), მთელი მთავრობა აქ არის და თუ მართლა “ქურქუმალა” არ ხარ, ასეთ შანსს რომ გაუშვებ… ბიჭო, თავმჯდომარედ აგირჩიეს, თუ დაგსვეს, მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე გქვია, ამას მოხერხება არ უნდა? – კასპში რა გინდა? მოდი კითხვა დასვი, თუ გაქვს რამე სალაპარაკო, შეთავაზება, ინიციატივა, გასაკრიტიკებელი, აგერ არის მთელი მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, ხან რომ ქუჩებს კეტავთ და 17- კაციანი ამალით დარბიხარ, აგერ მოვიდა ეს ხალხი, აქაა და შენ კასპში რა გინდა, მართლა „ქურქუმალა“ თუ არ ხარ?

მიუღებელია ძალადობა, მაგრამ როცა შენს უკან დგას მერაბიშვილი და მეორე, რომელმაც ჯარი გაძარცვა, მთელი უბედურება ჩაიდინა, გაბრაზებულია ხალხი, შეიძლება ვიღაც შეეფეთოს და შეაგინოს, როგორც არასამთავრობო სექტორმა გვითხრა, ეს თურმე გამოხატვის თავისუფლება არისო და რა ქნას იმ ხალხმა, თუ მათი პოზიცია ასეთია. ვალდებულება გაქვს აიტანო, მოითმინო და ქურქუმალ, დაბრუნდი აქ, კიდევ ორი საათი აქ ვართ, თუ რამე გაქვს სათქმელი, მოდი და თქვი, თუ არადა შეეშვი, არ არის შენი საქმე თავმჯდომარეობა პარტიის“,- განაცხადა ზარქუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g