LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანიდან ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ

63

საქართველოს ირანის ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ირანიდან ჩამოსულ ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვდა.

როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე უვიზო რეჟიმის ამოქმედების პირობებში, საქართველოში ირანიდან ვიზიტორების შემოსვლასა და საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრეს.

2016 წლის 15 თებერვლიდან ირანის მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტი უვიზოდ შეუძლიათ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს გარემოება პოზიტიურად იმოქმედებს საქართველო-ირანის თანამშრომლობის განვითარებაზე ტურიზმის მიმართულებით.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ირანთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება გამოყენებული იყოს საქართველოს სასარგებლოდ. მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ირანის ტურისტულ სააგენტოებთან და ირანულ მედიასთან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ირანული ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენელებისათვის პრესტური მოეწყო.  6 დღის განმავლობაში ირანული ჟურნალ-გაზეთების 16 წარმომადგენელი თბილისს, გუდაურს, უფლისციხეს, ბორჯომს, რაბათის ციხეკომპლექსს და ნაფარეულს მოინახულებენ.

ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, 15 თებერვლიდან უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან, ვიზის გარეშე ორმოცდახუთ დღემდე დარჩნენ.

magti 5g