LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში გამდიდრებული ურანის მოცულობა დაშვებულ ნორმას 16-ჯერ აღემატება

45
IAEA-Director-General-Grossi-holds-news-conference-in-Vienna-1622490879331267-v0-l

ირანში ირანში გამდიდრებული ურანის მარაგი 2015 წლის შეთანხმებით დაშვებულ ნორმას 16-ჯერ აღემატება, – ამის შესახებ მოხსენება ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) გამოაქვეყნა.

როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, გამდიდრებული ურანის მოცულობა ირანში 3 241 კილოგრამს წარმოადგენს.

სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, ირანის ხელისუფლებამ სააგენტოს არ მიაწოდა სრული მონაცემები ბირთვული ობიექტების შესახებ. გარდა ამისა, ირანმა უარი განაცხადა, ეპასუხა ყველა ტექნიკურ შეკითხვაზე, მათ შორის გამდიდრებული ურანის წარმომავლობასთან დაკავშირებით. გროსის თქმით, მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობა არ იძლევა ქვეყნის ბირთვული პროგრამის მშვიდობიანად გარკვევის შესაძლებლობას.

აღნიშნულმა დასკვნამ შესაძლოა, ახალ ბირთვულ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები პროცესი შეაფერხოს. ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, ქალაქ ვენაში მიმდინარეობს, სადაც შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების და ირანის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხები განიხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g