ირანში, კორონავირუსის გამო კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დაიღუპა. ირანელი დიპლომატი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მრჩეველი და ელჩი სირიაში, ჰესეინ შეიხოლესლამი, 68 წლის ასაკში, “კოვიდ 19”-მა იმსხვერპლა.
ირანული მედიის ცნობით, შეიხოლესლამი 1980 წლს აშშ- საელჩოს აღებაში მონაწილეობდა.
აშშ-ის კონგრესმა კორონავირუსთან საბრძოლველად 8 მილიარდი დოლარი გამოყო
სამ მილიარდზე მეტი ვაქცინის შემუშავებისთვის არის გათვალისწინებული.
უახლესი მონაცემებით, ახალი კორონავირუსი უკვე 80-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. ირანში “კოვიდ 19”-მა 107 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ინციფირებულთა რაოდენობამ კი 3000-ს გადააჭარბა.
რაც შეეხება საქართველოს, კორონავირუსის უკვე ცხრა შემთხვევა დადასტურდა.