ირანის დასავლეთით, პროვინცია კერმანშაჰში, მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 530-ს მიაღწია, დაშავებულთა რიცხვმა კი 8 000-ს გადააჭარბა, – ამის შესახებ სააგენტო IRNA იუწყება.
გუშინ ირანის ხელისუფლებამ კერმანშაჰში მიმდინარე სამაშველო ოპერაცია დასრულებულად გამოაცხადა.
ირან-ერაყის საზღვარზე 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრა კვირას საღამოს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები სხვა ქვეყნებშიც იგრძნობოდა, მათ შორის ქუვეითში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ისრაელში.