ირანის ნაკრებმა თეირანში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი მოუგო ერაყს 1:0 და ფინალურ ეტაპზე გავიდა.
ამ თამაშზე დასწრების უფლება ქალებსაც მისცეს – პირველად 2 წლის შემდეგ.
2019 წლის სექტემბერში ფიფამ ირანის ხელისუფლებას მოუწოდა ქალები საფეხბურთო მატჩებზე დაეშვა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ქალები კამბოჯასთან შეხვედრაზე შეუშვეს.
ერაყთან მატჩზე გაყიდვაში ჩაშვებული 10 ათასიდან ქალებისთვის 2 ათასი ბილეთი გამოიყო.