LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში შეიარაღებულმა პირებმა ძალოვანი უწყებების თანამშრომლები გაიტაცეს

99

ირანში შეიარაღებულმა პირებმა ძალოვანი უწყებების 14 თანამშრომელი გაიტაცეს – ინფორმაციას ამის შესახებ  სააგენტო YJC ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს მოხდა. გავრცელებული ცნობით, გატაცებულთა შორის ხუთი მესაზღვრე და რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორი ჯარისკაცია.

YJC აღნიშნავს, რომ თავდასხმაში მონაწილე ჯგუფი ირანში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული. ინციდენტები სისტანისა და ბელუჯისტანის პროვინციებში მოხდა, სადაც ირანელ მესაზღვრეებზე თავდასხმები ხშირია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g