LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IRI-ის კვლევა: შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 19%, ენმ 14%, გახარიას პარტია 3%

183
ფორტუნა - 2023-04-25T124230.169

საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა – „საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით)“ / „თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? თუ მისცემდით“

მოქალაქეების პირველი არჩევანი ასე გადანაწილდა: 

  • ქართული ოცნება – 19%
  • ენმ – 14%
  • გახარიას პარტია – 3%
  • „გირჩი-მეტი თავისუფლება“ – 3%
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 2%
  • „ლელო“ – 2%
  • „გირჩი“ – 2%
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%
  • ანა დოლიძის პარტია – 2%
  • „მოქალაქეები“ – 2%
  • „ალტ-ინფო“ – 1%
  • „დროა“ – 1%
  • ევროპული საქართველო – 1%
  • პატრიოტთა ალიანსი – <1%
  • ხალხის ძალა – <1%
  • გაფუჭებული ბიულეტენი – 11%
  • არ მივცემდი ხმას – 5%
  • არ ვიცი – 20%
  • უარი თქვა პასუხის გაცემაზე – 7%

 

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ.

კვლევა ჩატარებულია საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით.

მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი – 74%.

magti 5g