LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა ბაირამაშვილი ორი ბიჭის შემდეგ გოგონას ელოდება: „ბოლო დროს სულ ორსულად ვარ და ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა მგონია…“

763
ირინა ბაირამაშვილი მეუღლესთან ერთად

ირინა ბაირამაშვილი მესამე შვილს ელოდება. ორი ბიჭის შემდეგ ირინა გოგონას დედა გახდება.

ორსულობის და მოლოდინების შესახებ მომღერალი ჟურნალ „სარკეს“ უყვება:

„ყოველთვის მინდოდა მესამე შვილი, თანაც, გოგო, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს ცოტა მოგვიანებით იქნებოდა. მეორე შვილის ორი წლის ასაკის მყავს და არ ვფიქრობდი, მესამეც მიმეყოლებინა. ორი ბიჭის შემდეგ სულ გოგოზე ვოცნებობდი. მოკლედ, ისე მოხდა, რომ დაუგეგმავად აღმოვჩნდი ფეხმძიმედ… ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ამიხდინა ეს დიდი ოცნება და მალე გოგონას დედობასაც შევიგრძნობ.

მესამე ორსულობა მაქვს ისეთი, რომ წონაში დიდად არ ვიმატებ. სანამ წინა მხრიდან არ დამინახავთ, ზურგიდან არც მეტყობა, რომ ორსული ვარ. ოდნავ მომატება იმდენად მიხდება, რომ ყველა მირჩევს, შევინარჩუნო ეს წონა.

ბოლო დროს იმდენად სულ ორსულად ვარ, მგონია, ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა… “

ვიდეო: „ძალიან მინდოდა გათხოვება და გაცნობიდან ერთ კვირაში გავყევი ცოლად“ – ირინა ბაირამაშვილის სიყვარულის ისტორია

ვიდეო: „ჩემი მეუღლე ჩემი ცხოვრებით ცხოვრობს, თავი გადადო“ – რატომ ამღერდა ირინა ბაირამაშვილის ქმარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები