LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთმანეთს დაშორდნენ

90

სუპერმოდელი ირინა შეიკი და მსახიობი ბრედლი კუპერი თითქმის ერთი წელი იყვნენ ერთად. ამ დროის განმავლობაში მათ ერთად საცხოვრებლად გადასვლა და საერთო შვილებზე ფიქრიც დაიწყეს. თუმცა, უკანასკნელი ინფორმაციით ცნობილი ხდება, რომ შეიკი და კუპერი ერთმანეთს დაშორდნენ. მიზეზად კი მსახიობის დედა სახელდება, რომელთანაც შეიკს უთანხმოება მოუვიდა.

„ირინას და ბრედლის ყველაფერი კარგად ჰქონდათ, თუმცა საშობაო არდადეგების დროს მათი ურთიერთობა დაიძაბა, რომლის ძირითადი მიზეზი ბრედლის დედა იყო. ირინა –  ძლიერი ქალია, რომელმაც იცის, რა უნდა. ის ძალიან სერიოზულად იყო განწყობილი ბრედლის მიმართ და თავს ცუდად გრძნობს, რომ ურთიერთობა არ შედგა“, – აცხადებს წყვილთან დაახლოებული წყარო.

არსებობს ვარაუდი იმის შესახებაც, რომ შეიკმა ბრედლის უკვე უპოვა შემცვლელი და ის ბრიტანელი მოდელი სტეფან ჯეიმსია. სწორედ მასთან ერთად აღნიშნა მოდელმა თავისი 30 წლის იუბილე, 6 იანვარს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები