LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკი ორსულობის ბოლო თვეებს ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს

113

ორსულობის ბოლო თქვეებში ირინა შეიკმა ხმაურიან წვეულებებსა და ხალხმარავალ ადგილებზე უარი თქვა. სუპერმოდელი დროის უმეტეს ნაწილს ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს. პაპარაცები მას უმეტესწილად განიერ, უფორმო სამოსში აფიქსირებენ, რომელშიც წამოზრდილი მუცელი და შეცვლილი ფიგურა არ ჩანს.

რაც შეეხება მის რჩეულს, მსახიობი ბრედლი კუპერი ფილმის გადაღებებით არის დაკავებული, თუმცა მთელს თავისუფალ დროს ის ირინასთან ერთად ატარებს, პარალელურად კი „პასიფიკ პალისეიდსში“ შეძენილ ვილას აწყობს, რომელიც კუპერმა ირინას გაცნობამდე შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ შეიკი და კუპერი მშობლები ივნისში გახდებიან. ორივე მათგანისთვის ეს პირველი შვილი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები