34 წლის ირინა შეიკის მრავალფეროვანი ქუჩის სტილის შესახებ უკვე კარგა ხანია საუბრობენ. მისი ყოველი გამოჩენა საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს. ამჯერად ვარსკვლავი ნიუ-იორკის ქუჩებში ქალიშვილთან, ლეასთან ერთად დააფიქსირეს.
მოდელს „ბაიკერულ“ სტილში ეცვა. შეიკს ტყავის პალტო, მასიური შავი ჩექმა თასმებზე და ჯინსის შარვალი ამშვენებდა, რომელზეც ჯვრები იყო ამოქარგული. ის საოცარ ფორმაში იყო. პაპარაცების კადრში ლეაც მოხვდა, რომელიც მამის, ბრედლი კუპერის ნამდვილი ასლია. გოგონა საბავშვო ეტლში იჯდა და ისე სეირნობდა.



