LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკის ქუჩის სტილი (ფოტოები)

146

21 მარტს, ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ქალიშვილის მშობლები გახდნენ. მას შემდეგ ცნობილი ვარსკვლავების ნახვა არც ისე მარტივი არ არის, თუმცა სოციალურ ქსელში მოდელი კვლავაც აქტიურია. რაც შეეხება კუპერს, ის ფილმ „ვარსკვლავის დაბადების“ გადაღებით არის დაკავებული.

გუშინ, შეიკი პაპარაცებმა ნიუ-იორკის ქუჩებში დააფიქსირეს. მოდელს შავი ფერის კომბინეზონი ეცვა და დიდი მზის სათვალე ეკეთა. განსაკუთრებული ყურადღება კი ნიშნობის ბეჭედმა მიიქცია, რომელიც ირინას ორსულობის პერიოდიდან უკეთია.

ირინა მეგობართან ერთად გაურკვევლი მიმართულებით მიდიოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები