LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკისა და ეროტიკული დრამის ვარსკვლავის, მიკელე მორონეს კოცნა, ინტერნეტს იპყრობს

270
ირინა შეიკისა და ეროტიკული დრამის ვარსკვლავის, მიკელე მორონეს კოცნა, ინტერნეტს იპყრობს

ირინა შეიკი და 34 წლის იტალიელი მსახიობი მიკელე მორონე „დოლჩე და გაბანას“ ახალი რეკლამის გადაღების დროს გადაიღეს. 39 წლის სუპერმოდელი და ეროტიკული დრამის „365 დღის“ ვარსკვლავი ვნებიანად კოცნიან ერთმანეთს კამერის წინ.

TMZ-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში შეიკი ნეაპოლში მორონესთან ერთად პოზირებს შავი მაქმანებიანი კაბითა და ქუსლიანი სანდლებით. მსახიობმა და მოდელმა შეყვარებული წყვილის როლი ითამაშეს და საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ.

მიშელს ირინას მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ სამუშაო ურთიერთობა უფრო მეტში გადაიზარდოს. სხვათა შორის, მორონეს ხშირად მიაწერენ რომანებს თანავარსკვლავებთან. რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ჭორები მისი რომანის შესახებ მეგან ფოქსთან, რომელთანაც მან ითამაშა ფილმში „მეგანი შენს სამსახურში“.

ირინა შეიკი ცოტა ხნის წინ ხვდებოდა ჟიზელ ბუნდჰენის ყოფილ ქმარს, ტომ ბრედის, თუმცა, ისინი დიდი ხანია ერთად არ გამოჩენილან. რუს სუპერმოდელს ასევე ჰყავს რვა წლის ქალიშვილი, ლია, ბრედლი კუპერთან.

პაპარაცებმა ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ქალიშვილი ცრემლებამდე მიიყვანეს – ვიდეომ ინტერნეტსივრცე მოიცვა

ფერმკრთალი სახე თუ ცუდი მაკიაჟი –  ირინა შეიკი „კანის კინოფესტივალის” კულისებში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები