მარტის ბოლოს ირინა შეიკი ქალიშვილის დედა გახდა. მას შემდეგ მოდელი ნელ-ნელა თავის საქმიანობას უბრუნდება, თუმცა ცნობილი ხდება, რომ ის ძიძის მომსახურებით არ ისარგებლებს და შვილის გაზრდაში მას დედა დაეხმარება, რომელიც მასთან საცხოვრებლად ამ დღეებში გადავიდა.
ლეა დე სენა – ირინასა და ბრედლი კუპერის პირველი შვილია. წყვილი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდება. მას შემდეგ, რაც მშობლები გახდნენ, ისინი ცდილობენ, გარეშე თვალისგან ქალიშვილი დამალონ, ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, დააფიქსირონ ახალბედა მშობლები შვილთან ერთად, პაპარაცებისთვის თითქმის წარუმატებლად მთავრდება.

