LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკმა გვაჩვენა, როგორი საცვლებით შევხვდეთ ახალ წელს  (ფოტო)

irina

ცნობილი იტალიური ბრენდის „ინტიმისიმის“ საშობაო კოლექცია უდაოდ გამორჩეული გამოვიდა. ამის დასტური სუპერმოდელის, ირინა შეიკის ახალი ფოტოა, რომელიც მან ფანებს „ინსტაგრამზე“ გაუზიარა.

მომხიბვლელი მოდელი ცნობილი თეთრეულის ბრენდის უახლესი კოლექციიდან წითელი ფერის საცვლებშია გამოწყობილი და გადაღებებისთვის ემზადება. ირინა შეიკმა ამ ფოტოთი გვაჩვენა, როგორი საცვლებით შევხვდეთ ახალ წელს. მოდელმა ბრენდის უახლესი კოლექცია სექტემბერში, ვერონაში გამართულ ჩვენებაზე წარადგინა.

ირინა შეიკის გარდა „ინტიმისიმის“ სახეები სხვა ცნობილი მოდელებიც არიან. მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი კი, ბრენდის ამბასადორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები