LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა ვერეშჩუკი საქართველოს, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს მოუწოდებს მოუწოდებს, ყირიმელ თათრებს მობილიზაციისგან თავის დაღწევაში დაეხმარონ და თავიანთ ტერიტორიაზე შესვლაზე უარი არ უთხრან

42
ირინა ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკი საქართველოს, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს მოუწოდებს, დაეხმარონ ყირიმელ თათრებს მობილიზაციისაგან თავის არიდებაში. მისი განმარტებით, ყირიმელი თათრები ცდილობენ უკრაინის მეგობარ ქვეყნებში წასვლას, მაგრამ რეინტეგრაციის სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია, რომ პოლონელი, ლატვიელი, ესტონელი, ლიეტუველი და ქართველი მესაზღვრეები ზოგჯერ ყირიმის მკვიდრი ხალხების წარმომადგენლებს უარს ეუბნებიან საზღვრის გადაკვეთაზე.

„ყირიმში საოკუპაციო ხელისუფლებამ დაიწყო უკანონო მობილიზაცია. მათ დაიწყეს ყირიმელი თათრების და ყირიმის სხვა ძირძველი მოსახლეობის მასიური მობილიზება, რათა ომში ოკუპანტების მხარეს იბრძოლონ. ყირიმელი თათრები და უკრაინული ყირიმის სხვა ძირძველი ხალხები ყველანაირად ცდილობენ, თავი აარიდონ მტრის არმიაში მობილიზებას.

მივმართავთ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და საქართველოს მთავრობებს, მიაქციონ ყურადღება ამ პრობლემებს. ვთხოვთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ ყირიმის ძირძველი ხალხების უკრაინული ყირიმის ტერიტორიიდან და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში გადასვლას. ახლა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყირიმის მკვიდრი ხალხების მხარდაჭერა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს!“ – აღნიშნა ვერეშჩუკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g