LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირლანდიელებმა იბიცასკენ მიმავალი რეისი ჩაშალეს

73

ირლანდიელებმა იბიცასკენ მიმავალი რეისი ჩაშალეს. „Independent”-ის ინფორმაციით, შემთხვევა ავიაკომპანია Ryanair-ის ბორტზე მოხდა.

ირლანდიური ავიაგადამზიდი დუბლინიდან იბიცასკენ მიფრინავდა, თუმცა ბორტზე მყოფი მგზავრები იმდენად ცუდად იქცეოდნენ, რომ პილოტმა ავარიული დაჯდომის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ბორტგაცმილებლები აცხადებენ ირლანდიელებმა ალკოჰოლის მირთმევა ჯერ კიდევ დუბლინის აეროპორტში დაიწყეს და აფრენის შემდეგ მათი ქცევა სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა. შედეგად, ლაინერი პარიზში დაფრინდა, დებოშირებს იქ უკვე პოლიცია ელოდებოდათ და მათგან ყველაზე აგრესიულები წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს. იბიცას რეისი კი რამდენიმე საათის დაგვიანებით და თითქმის განახევრებული ბორტით შესრულდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები