LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირლანდიურმა სასტუმრომ კლიენტის ხუმრობა რეალობად აქცია

28

ირლანდიურმა სასტუმრომ კლიენტის ხუმრობა რეალობად აქცია. შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთში, ქალაქ კილკენში მოხდა და ინფორმაცია ამის შესახებმოგზაურმა დენიელ ბაკლიმ თავისი სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

დენიელმა სასტუმროს დაჯავშნის დროს საიტზე უცნაური თხოვნა დაწერა, მას სურდა რომ ოთახში ამერიკელი მსახიობის კრისტოფერ უოკენის ფოტო ყოფილიყო. გარდა ამისა, ფოტო ჩარჩოში უნდა ყოფილიყო მოთავსებული და იდეალურ შემთხვევაში მას თავად მსახიობის ავტოგრაფიც უნდა ქონოდა. როგორც დენიელმა აღიარა, მან მხოლოდ იხუმრა და კრისტოფერის ფანიც არ არის. თუმცა, სასტუმრომ თხოვნა სერიოზულად მიიღო და სტუმარს ნომერში ავტოგრაფიანი ფოტო დაახვედრა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები