ფოტოხელოვან ირმა შარიქაძის ბრენდის “Irma De Flore” დებიუტი თბილისის მოდის კვირეულის “გაზაფხული-ზაფხული 2016” ფარგლებში შედგა. პერფომანსი “სიზმარი ბაღში” ცნობილ მექსიკელ მხატვარს ფრიდა კალოს მიეძღვნა.
Irma De Flore-ის კონცეფცია არა მარტო კოლექციის შექმნას არამედ არტისტის პირად ჩართულობას გულისხმობს: ფოტო, ვიდეო, საუნდი, კოსტიუმები, ინსტალაცია, თანამედროვე ცეკვა და ა.შ. ეს სინთეზური ჩამონათვალია, რომლის გამოყენებითაც Irma De Flore ახალ ხედვას გვთავაზობს.
კოლექციაში გამოყენებულია ყვავილოვანი პრინტები, ნატურალური შიფონი, აბრეშუმი, ბარხატი, აბრეშუმის ბროშები და აბადოკები, ბარხატის ფერადი ხელით დაქარგული ჩანთები, ასევე წარმოდგენილი იყო სამკაულები ხის და ვერცხლის მასალაში. “ხისა და ვერცხლის სინთეზით შექმნილი სამკაულები ჩემი ხელითაა მოხატული. ვფიქრობ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან დღეს თითქმის ყველაფერი ტექნოლოგიების გამოყენებით იქმნება, მაგრამ მე მაქვს მოთხოვნილება ხელნაკეთი სამკაულების, რადგან მათ სულ სხვა ინდივიდუალურობა და ხიბლი აქვთ. “Irma De Flore” ეს ბოჰემური შიკია, რომელიც არტისტულ რომანტიულ და თავისუფლების მოყვარე ქალბატონებს ძალიან მოუხდებათ.” – აცხადებს ფოტოხელოვანი ირმა შარიქაძე.
პერფორმანსს „გარდენია შევარდნაძემ“ უმასპინძლა. Irma De Flore-ის ნამუშევრების შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით ხდება (https://www.facebook.com/IrmadeFlore), თუმცა უახლოეს მომავალში ნივთები შარდენის 1 ნომერში გაიყიდება.
ფოტოგრაფი: ეკატერინა კალენტევა
ფოტოგრაფი: ანა კოსტომაროვა
ფოტოგრაფი: ზურა ქართველიშვილი
