LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ზავრადაშვილი: „ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ყველაზე გამოკვეთილი პატრიოტი, შეიძლება ითქვას, საუკუნის პატრიოტი და ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ თქვენც, ჯონ ბასმაც და ყველამ“

150
ირმა ზავრადაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯონ ბასის განცხადებას, რომლის თანახმად, „ქართველი ერის მისწრაფებები ბიძინა ივანიშვილის წყენის მძევალია“, – „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი ეხმიანება.

როგორც უმრავლესობის დეპუტატმა „ტვ პირველთან“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „მას ჯონ ბასის აზრი არ აინტერესებს“.

„ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ყველაზე გამოკვეთილი პატრიოტი, შეიძლება ითქვას, საუკუნის პატრიოტი და ერთხელ და სამუდამოდ თქვენც, ჯონ ბასმაც და ყველამ დაიმახსოვრეთ.

არ მაინტერესებს, ბასი რას ამბობს, ქართველი ხალხი რას ამბობს – ეს არის მნიშვნელოვანი. ის ადამიანი, ვინც ამ ქვეყნის გადარჩენისთვის საკუთარ სიცოცხლესაც კი სწირავს 2012 წლიდან მოყოლებული და დაასრულეთ რა.

არ ვიცი, რას ნიშნავს და არც მაინტერესებს [ბასის განცხადება], ჯონ ბასის აზრი რატომ უნდა მაინტერესებდეს? მე მაინტერესებს ქართველი ხალხის აზრი.

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ შეიცვლება მანა, სანამ ამას ქართველი ხალხი არ გადაწყვეტს“, – თქვა ირმა ზავრადაშვილმა.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა პოლიტიკურ საკითხებში, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა განაცხადა, რომ „სამწუხაროა იმის ნახვა, თუ როგორ ხდება მთელი საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილების მძევალი.

მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, როცა მოკავშირეები დარწმუნდებიან, რომ ის მზადაა შეასრულოს წევრობის ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის დემოკრატიული მმართველობის ძირითადი პრინციპების დაცვა.

❗ ბიძინა ივანიშვილი არის საუკუნის პატრიოტი 👉 ირმა ზავრადაშვილი

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 25 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები