LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის არ არის ჩვეულებრივი ადამიანი, შესაძლოა დედამიწელიც არ იყოს… ლაშა ტალახაძე ნიშნავს გამარჯვებას“ – რას ჰყვება ოლიმპიური ჩემპიონების ექიმი

156
ლაშა ტალახაძე

„რაც ლაშა ტალახაძეს აქვს ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ ღვთისგან ბოძებული ძალაა, სხვაგვარად ვერ ახსნი“ – ამის შესახებ ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი- რეაბილიტოლოგი, გიორგი ჭინჭარაული ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი ლაშა ტალახაძეზე საუბრისას, რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე პირველობა არავის დაუთმო ამბობს, რომ ქართველ ოლიმპიელს აქვს ყველაფერი, რომ მოიგოს.

მისი თქმით, ლაშას როგორც არ უნდა სტკიოდეს და რაც არ უნდა აწუხებდეს წამსვლელია იმ მაქსიმუმზე, რაც გამარჯვებას სჭირდება.

ჭინჭარაული ამბობს, რომ ლაშა ტალახაძე ნიშნავს გამარჯვებას.

„შეეძლო ეთქვა უარი გამოსვლაზე და ემკურნალა, თუმცა მისმა ხასიათმა გადამწყვეტი როლი ითამაშა და გავიმარჯვეთ… ვდგავარ გაშტერებული, ვიღაცები მოდიან და მილოცავენ, ჩვენ ხომ ისტორია დავწერეთ… და ისევ ლაშას ხმა მაფხიზლებს: „ჭინჭო! რატომ ვუყვარვარ ღმერთს ასე ძალიან ?!“ – საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„რაც ლაშა ტალახაძეს აქვს ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ ღვთისგან ბოძებული ძალაა, სხვაგვარად ვერ ახსნი. მისი კონკურენტებიც ადამიანები არიან და ესეც, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ლაშას მოუგონ.

ფენომენია! რა თქმა უნდა მასთან მუშაობა ყველასთვის დიდი პატივია, რადგან პირდაპირ გეუბნებით, ის არ არის ჩვეულებრივი ადამიანი, შესაძლოა დედამიწელიც არ იყოს, სხვა შეხედულებას ვერც კი გავიზიარებ“ – ამბობს გამოცემასთან ჭინჭარაული.

შეგახსენებთ, ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მესამედ მან ოქრო პარიზში მოიგო.

ცნობისთვის, საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მედლების საერთო ჩათვლაში პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშები 24-ე ადგილზე დაასრულა. პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

პარიზის ოლიმპიადა საზეიმოდ 11 აგვისტოს დაიხურა, მომდევნო თამაშებს 2028 წელს ლოს ​ანჯელესი უმასპინძლებს.

ინტერვიუს სრულად იხილავთ ჟურნალის „სარკე“14 აგვისტოს ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g