ბელგიაში გარდაცვლილი ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის ახლო მეგობარი ემა ძიძიგური მომხდარზე „რუსთავი 2“-თან საუბრობს.
ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვა დაადასტურა
ემა ძიძიგური ეხმიანება ვერსიებს, რომლებიც ლიზა ქისტაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვრცელდება და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ლიზას გარდაცვალების შესახებ მისმა მეგობარმა მამაკაცმა არც იცის:
„ლიზას სერიოზული დაპირისპირება, რომ ვინმესი ეშინოდა, ვინმეს რამე დაეშავებინა, ასეთი რამ არ არსებობს, ასეთი რამ რომ ყოფილიყო, პირველ რიგში, დედამისს ეცოდინებოდა, ვფიქრობ, მეც მეცოდინებოდა, რადგან ჩვენ სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს, არავინ იცის, რა ურთიერთობა გვქონდა…
მე ვიცოდი, რომ ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონდათ (შეყვარებული), იმის გამო, რომ ის ბიჭი, მგონი, თავის ქვეყანაში იყო დროებით წასული და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ შეიძლება, ამხელა ტრაგედია არც კი იცის მისმა შეყვარებულმა.
ცხოვრობდა შეყვარებულთან ერთად, თავისი შეყვარებული სახლია, სადაც ლიზა ცხოვრობდა.. იქიდან ვიდეოებსაც დებდა“, – ამბობს გარდაცვლილი ლიზა ქისტაურის მეგობარი „რუსთავი 2“-თან საუბარში.
შეგახსენებთ, ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა.
როგორც „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს საკონსულოში უკვე შევიდა, საკონსულო კონტაქტზე გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და სამართალდამცველებთან. ხორციელდება შესაბამისი პროცედურები.
ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გუშინ გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდებოდა.