„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ოლდ ტრაფორდზე“ მატჩების დროს წითელ ღვინოს გაყიდის.
სერ ალექს ფერგიუსონმაც მოიწონა.
„ეშმაკუნების“ ხელმძღვანელობა უპრეცედენტო ნაბიჯზე წავიდა გულშემატკივრების გამო, რომლებმაც უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ სტადიონზე სასმელის სიამოვნებას მოკლებულები არიან.
კლუბის სპონსორი Casillero del Diablo გამოეხმაურა ქომაგების თხოვნას და ღვინის გაყიდვა ჩაუშვა. პირველი პარტია გასულ ტურში „ბორნმუთთან“ შეხვედრისას შეიტანეს.
ალკოჰოლი 5.5 ევრო ღირს და 187,5 მლ მოცულობის ბოთლებშია ჩამოსხმული.
ამ ნაბიჯის ერთ-ერთი დამატებითი მიზეზი ის გახდა, რომ ღვინო ალექს ფერგიუსონის ერთ-ერთი საყვარელი სასმელია.