სამოქალაქო აქტივისტი ლუი ორაგველიძე, გურიაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს. გუშინ ლუი დამეწყრილ სოფლებში იმყოფებოდა და სხვა მოხალისეებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას საკვები პროდუქტები და მედიკამენტები ჩაუტანა.
„სტიქიის დღიდან მოყოლებული ძალიან დათრგუნული ვარ… მაგრამ გუშინდელმა სურათმა კიდევ უფრო დამთრგუნა და დამაფიქრა ყველაფერზე ?
ის სურათი რაც დაგვხვდა მე და ჩემს მეგობრებს ეს იყო ენით აუღწერელი გულის ტკივილი… ისე წამოვედით გზაზე არც დავკონტაქტებივართ ერთმანეთს… ყველა ფიქრმა გაგვიტაცა…
ნეტავ საიდან მოდიან, ან სად მიდიან ხოლმე ნაადრევად შეწყვეტილი პატარა, ლამაზი სიცოცხლეები… ვიცით, რომ ღმერთთან ურჩევნიათ, ალბათ იქ უფრო თბილად არიან, უშიშრად და უსაფრთხოდ ძინავთ ვიდრე აქ, დედამიწაზე…
არასოდეს რომ არ ახსოვს ლანჩხუთს ისეთი სტიქია დაატყდა წელს და თან გაიყოლა ბრიალათვალება, სიცოცხლით სავსე პატარა ვაჟკაცები . იმედია, ეს დიდი გადანაცვლება სამყაროდან სამყაროში ვერც გაიგეს ?… იმედია არაფერი ეტკინათ.
ჩვენ კი დაგვიტოვა უამრავი კითხვა, რომელზეც პასუხები არც კი ვიცით…
ერთი რამ კი ცხადია, რაც შეიძლება მეტი სიკეთე, მადლი და სიყვარულია მოსასწრები აქ, სანამ სტუმრად ვართ, სანამ მარადისობაში გადავალთ.
მანამდე კი გვჯერა, უფალს ეს უმანკო პტარები შეავედრებენ ჩვენს ქვეყანას, მათ ოჯახებს , თანატოლებს….
ანგელოზებთან ერთად იქიდან გააძლიერებენ თავიანთ მშობლებს ? ნეტავ ჩვენზე რას ეტყვის უფალი მათ…“, წერს ლუი ორაგველიძე.
ცნობისათვის, 8 სექტემბერს გურიაში ჩამოწოლილ მეწყერს 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სტიქიის დღიდან მოყოლებული ძალიან დათრგუნული ვარ … მაგრამ გუშინდელმა სურათმა კიდევ უფრო დამთრგუნა და დამაფიქრა ყველაფერზე…Posted by Lui Oragvelidze on Thursday, September 28, 2023