LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისე აგიდგათ თქვენ გვერდები“ – ბადრი ესებუა მოწმე პოლიციელს

511
Untitled design (1)

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუას საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

ბრალდების მხარემ მოწმეები წარადგინა. სხდომას ესწრებოდა ბრალდებული ბადრი ესებუაც.

მოწმეებთან ერთად დაიკითხა პოლიციელიც, რომელიც ესებუას ძმის სახლის ჩხრეკაში და ბადრის ესებუას დაკავების სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

პოლიციელი: ბადრი ესებუამ დაკავების შემდეგ გასაუბრებისას თქვა, რომ ბანკი მან დააყაჩაღა – ვკითხეთ, სად არის თანხა, გაიცინა, თქვა, ნახევარი დავხარჯეო

როგორც პოლიციელმა მოწმემ, გიორგი ქადარიამ განაცხადა, დაკავების დროს ბადრი ესებუამ მათთან აღიარა, რომ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ მიღებული თანხის ნაწილი დახარჯა, ხოლო ნაწილი დაკარგა. აღნიშნულ განცხადებას ბადრი ესებუა მოკლე რეპლიკით გამოეხმაურა:

„იმ განცხადებასთან დაკავშირებით დავუსვამ კითხვას, სადაც თქვა, ბადრიმ აღიარა და გვითხრა, რომ თანხის ნახევარი დავხარჯე, ნახევარი კი დავკარგეო. ისე აგიდგათ თქვენ გვერდები“, – უთხრა ესებუამ პოლიციელს.

ცნობისათვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა დღეს, გამთენიისას სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.

ბადრი ესებუა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე აიყვანა, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, 500 ათასი დოლარის მიღების შემდეგ კი გაქცევა მოახერხა.

43 დაზარალებულია და მათგან არცერთი არ უთითებს, რომ ბადრი ესებუამ ჩაიდინა დანაშაული – ეს სახელმწიფოს მოსაზრებაა… მტკიცებულება არ არსებობს: ალექსანდრე კობაიძე

„ჩემი ოჯახის წევრებისთვის ფულადი თანხა ან სხვა რაიმე საჩუქარი არ გაუკეთებია“ – რას ამბობს მოწმე, რომლის სახლშიც ბადრი ესებუა დააკავეს

რა რეაქცია ჰქონდა ბადრი ესებუას, როდესაც შენიშნა, რომ კამერა უღებდა

„ჩემი თხოვნა იქნება, არ აწვალოთ ეს ადამიანი, ძალიან ცუდ დღეშია..“ – რა თქვა ბადრი ესებუამ პროცესზე და რა შუამდგომლობა დააყენა პროკურორმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g