LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ოჯახის წევრებისთვის ფულადი თანხა ან სხვა რაიმე საჩუქარი არ გაუკეთებია“ – რას ამბობს მოწმე, რომლის სახლშიც ბადრი ესებუა დააკავეს

180
ფორტუნა (56)

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 2 წლის განმავლობაში ტყეში, სოხუმში, ზუგდიდსა და ბათუმში იმალებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია დევს ბადრი ესებუას საქმეში, რომლის მასალები „დილის კურიერმა“ მოიპოვა.

გვეჯე, იგივე ომიანე ჯიქიას ოჯახი, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, ჰყვება, რომ ძებნილი ღამით გადაადგილდებოდა და მათ საცხოვრებელ სახლში პერიოდულად რჩებოდა. მოწმეების თქმით, მოპარული თანხიდან ბრალდებულს მათთვის ფულადი საჩუქარი არ გაუკეთებია – ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია 1 200 დოლარი, 2 200 ლარი და 295 000 რუსული რუბლი.

ბადრი ესებუას მოთხოვნაა, მისი ძმა გათავისუფლდეს – ალექსანდრე კობაიძე

ჯიქიების თქმით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ესებუას თან პისტოლეტი ჰქონდა, თუმცა არაფერი იცოდნენ იმ შეიარაღებაზე, რაც ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

გვეჯე ჯიქია თქმით, ბადრი ესებუას საძინებელი ოთახიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულ შეიარაღებას შორის იყო პისტოლეტი მჭიდით, რომელსაც ერთი ვაზნა ლულაში ჰქონდა.

რა რეაქცია ჰქონდა ბადრი ესებუას, როდესაც შენიშნა, რომ კამერა უღებდა

რა წერია ჩვენებებში:

„ბადრი ესებუა ძებნილად ყოფნის პერიოდში ჩემ სახლში იმყოფებოდა 4-ჯერ.

… ჩემ საცხოვრებელ სახლში რჩებოდა ერთი ან ორი დღით, რის შემდეგაც მიდიოდა ჩვენთვის გაურკვეველი მიმართულებით. მითხრა, რომ გარკვეული პერიოდი გადასული იყო აფხაზეთში და იმყოფებოდა სოხუმში.

.. 6 თებერვალს ბადრი მოვიდა. 8 თებერვალს ბადრი ჩემ სახლში პოლიციამ დააკავა. ჩხრეკის შედეგად, ესებუას საძინებლიდან ამოიღეს პისტოლეტი მჭიდით, მასში მოთავსებული 8 ცალი ვაზნით, ხოლო ერთი ვაზნა ჰქონდა ლულაში.

..ლოგინზე იდო ტელეფონი, ელემენტის გარეშე. ძირს მიმოფანტული იყო დამტვრეული ტელეფონი. ბადრის ზურგჩანთიდან ამოიღეს

ერთი ცალი მჭიდი, მასში იყო 8 ცალი ვაზნა. ასევე, 12 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა, 20 ცალი 50 ლარიანი, სულ 2200 ლარის ოდენობით და 59 ცალი 5000 რუსული რუბლი, სულ 295 000 რუბლის ოდენობით. ჩანთიდან ამოიღეს ვაზნები და პასპორტი. ოდაში,

ამოიღეს მინის ქილა, რომელშიც ჩვენი ოჯახის კუთვნილი 1380 ლარი იყო.

..7 თებერვალს ბადრიმ მითხრა, რომ გააჩნდა პისტოლეტი.

.. მან მითხრა, რომ ხან იმყოფებოდა ზუგდიდში, ხან ბათუმში და სოხუმში.

.. ბადრი ესებუას, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ფულადი თანხა ან სხვა რაიმე საჩუქარი არ გაუკეთებია,“ – ნათქვამია გვეჯე ჯიქიას ჩვენებაში.

„2023 წლის იანვარში ბადრი მესამედ მოვიდა ჩვენთან. ღამე გაათენა ჩვენს ოჯახში და საღამოს წავიდა. იგი მოდიოდა შუაღამეს მარტო და მიდიოდა ჩვენი სახლიდან ისევ შეღამებულზე.

..მე ვეკითხებოდი ყოველ მოსვლაზე, რომ პრობლემა ხომ არ შეექმნებოდა ჩვენს ოჯახს მისი ვიზიტით, მაგრამ მეუბნებოდა, რომ დიდხანს არ დარჩებოდა და აღნიშნულით მამშვიდებდა. მე 2023 წლის 6 თებერვალს ვკითხე მას თუ სად იმალებოდა ის ძირითადად და მან მითხრა, რომ ძირითადად იმალებოდა ტყეში, თუ სად, არ დაუკონკრეტებია,“ – აღნიშნულია ზოია ჯიქიას ჩვენებაში.

„ჩემი თხოვნა იქნება, არ აწვალოთ ეს ადამიანი, ძალიან ცუდ დღეშია..“ – რა თქვა ბადრი ესებუამ პროცესზე და რა შუამდგომლობა დააყენა პროკურორმა

ბადრი ესებუას კიდევ ერთი ადვოკატი დაიცავს – „მისი დაკავებისას ადამიანის არაერთი უფლება დაირღვა“

წყარო: რუსთავი 2
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g