ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) და მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) სტაბილურად მზარდია, – ამის შესახებ ნათქვამია ISET-ის კვლევაში.
კვლევის თანახმად, ბიზნესის განწყობის თვალსაზრისით, მეორე კვარტალში დაფიქსირებული ზრდა ძირითადად განაპირობა ბიზნესის რეალური საქმიანობის მნიშვნელოვანმა გაუმჯობესებამ. მეორე კვარტლის მოლოდინებმა კიდევ უფრო გამოაცოცხლა ბიზნესის მოლოდინები, რაც, თავის მხრივ, განაპირობა საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნამ.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბიზნესის განწყობის ინდექსი საქართველოში 10 ერთეულით გაუმჯობესდა და 46 ერთეულს მიაღწია. უახლეს კვლევაში მონაწილეობა მიიღო 370-მა კომპანიამ, საიდანაც 30%-ს მსხვილ კომპანიები წარმოადგენენ.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსების განმარტებით, ბიზნესის განწყობის ინდექსი ორი კომპონენტისგან შედგება – ერთი აფასებს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას ბოლო სამი თვის განმავლობაში, მეორე კომპონენტი კი მომავალი სამი თვის მოლოდინის შეფასებაა.
”10 ერთეულით ზრდა მთლიანი BCI-ის ინდექსში ძირითადად განპირობებული იყო მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებით ანუ ბიზნესმა საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან დადებითად შეაფსა, ვიდრე წინა კვარტალში. წინა კვარტალში ჩვენ გვქონდა ძალიან მკვეთრი ზრდა მოლოდინების ნაწილში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლოდინები გამართლდა და გადაიზარდა მიმდინარე მდგომარეობის გაუმჯობესებაში. რა თქმა უნდა, მოლოდინები კვლავ განაგრძობს ზრდას, მაგრამ ტემპი გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა კვარტალში იყო” – განაცხადა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსმა სოფიკო სხირტლაძემ.
მისივე განმარტებით, BCI-ის ინდექსი გაუმჯობესდა ყველა სექტორისთვის, გარდა საცალო ვაჭრობისა. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფასების შემცირებამ განაპირობა.
”ჩვენ გვაქვს კვების ფასების ინდექსი, რომელიც გვაჩვენებს რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფასები მცირდება. ჩვენი აზრით, ამ შემცირებამ და გაზრდილმა კონკურენციამ საცალო ვაჭრობაში გამოიწვია ეს შედაგებით ნეგატიური შედეგი” – განმარტავენ ISET-ში.
რაც შეეხება მომხმარებელთა განწყობის ინდექსს, მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისამდე ის ცხრა ქულით გაიზარდა, თუმცა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არნიშნული ინდექსი მაინც დაბალი მაჩვენებლა.
მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა ზოგადი განწყობა მაინც დაბალი იყო, 2016 წლის იანვრის შემდეგ, ინდექსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სტაბილურად და თანაბრად იზრდებოდა როგორც ადამიანების საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების, ისე განწყობის მაჩვენებელი.
”2014 წლის სექტემბრიდან, როცა დაიწყო ლარის დევალვაცია, დაიწყო ამ ინდექსის მკვეთრი დაცემა. მომხმარებელთა განწყობის ინდექსი იტორიულ მინიმუმს რამდენჯერმე მიახლოვდა. მიმდინარე წლის ინავრიდან როცა უკვე ერთის მხრივ, შეიცვალა მთავრობის მეთაური, აგრეთვე ლარმა გამყარება დაიწყო, ეს ინდექსი იზრდება მკვეთრად და აქვს დადებითად მზარდი ტრენდი. ვფიქრობთ რომ ეს ტრენდი მდგრადია. თუმცა, მომხმარებელთა განწყობის ინდექსი განსხვავებით ბიზნესის განწყობის ინდექსისგან, ამჟამად არის უარყოფითი, რაც ნიშნავს, იმას, რომ უფრო ბევრი ადამიანი გამოკითხვის დროს ამბობს უფრო უარყოფით, ვიდრე დადებით პასუხს” – განაცხადა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა ლევან ფავლენიშვილმა.
