LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისეთი კარგი ამბავი გვაქვს…სიღნაღში 3 ტონაზე მეტი ტანსაცმელი და ნივთები ჩავიტანეთ, გადაარჩევენ და დაიწყება გაცემა…ერთ დღესაც ყველას ეცმევა ტანსაცმელი და აღარ შესცივდება ზამთარში” – აკა სინჯიკაშვილი

206
BeFunky-collage - 2022-12-15T235954.577

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც პოსტიდან ირკვევა, დღეიდან სიღნაღელი მოხალისეები ტანსაცმელს და საოჯახო ნივთებს გასცემენ სიღნაღის რაიონის ყველა სოფელში.

“ისეთი კარგი ამბავი გვაქვს…

დღეიდან სიღნაღელი მოხალისეები ტანსაცმელს და საოჯახო ნივთებს გასცემენ სიღნაღის რაიონის ყველა სოფელში…

“სიღნაღის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობელთა კავშირი” და მისი დამფუძნებელი, მაგარი გოგო (თამთა კუსრაშვილი) მზად არიან უანგაროდ დაგვითმონ ადგილი მათ შენობაში და ასევე უანგაროდ დაეხმარონ თავისი რაიონის მოსახლეობას…

გუშინ ჩავიტანეთ პირველი ტვირთი – 3 ტონაზე მეტი ტანსაცმელი და ნივთები. გადაარჩევენ და დაიწყება გაცემა…

თუ ვინმე, რომელიმე რაიონში ეწევით მოხალისეობრივ საქმიანობას და გაქვთ პატარა ადგილი, საიდანაც გასცემთ ტანსაცმელს და საოჯახო ნივთებს, აუცილებლად დამიკავშირდით. ტანსაცმელს და ნივთებს ჩამოგიტანთ სასურველ ადგილას…

ქვეყანაში, ყველა რაიონულ ცენტრში უნდა გავხსნათ ასეთი ცენტრი და ერთ დღესაც ყველა მოქალაქეს ეცმება ტანსაცმელი და აღარ შესცივდება ზამთარში…

დიდი მადლობა ხალხო, თქვენით ტრიალებს ამხელა საქმე.

გპირდებით, ბოლომდე მივიყვანთ…
#სიკეთეგადამდებია”, – წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე:

„გათენდება თუ არა სოფლის ყველა მცხოვრები იკრიბება და დამწვარ სახლს ყველა იმას უკეთეს რაც შეუძლიათ.. მალე 6 ბავშვს საკუთარი ჭერი ექნება“ – აკა სინჯიკაშვილი

ამხელა ბედნიერებას გულში რა დაიტევს…დედას, ორ შვილთან ერთად, რომელსაც ზამთრის ქუჩაში გატარება ემუქრებოდათ, თქვენი, ყველას დახმარებით, თავისი საკუთარი სახლი ექნებათ – აკა სინჯიკაშვილი

აკა სინჯიკაშვილი: „გოგო ვნახეთ, ორი პატარა შვილით! პირდაპირ ტროტუარზე მოუწევთ ძილი, სასწრაფოდ თუ არ გავაკეთეთ რამე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები