LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისეთი სურათი იხატებოდა, რომ ველოდებოდი, გაცილებით მძიმე იყო – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1550325722

რაც ჩატარდა კვლევები, მადლობა ღმერთს, ინსულტს არ ადასტურებს, თუმცა წინ კიდევ არის ჩასატარებელი რამდენიმე კვლევა, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებულ დროში ჩატარდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკასთან დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, რომელმაც კლინიკაში მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა და თითქმის ერთი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა.

როგორც მამა ანდრიამ განაცხადა, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან გარკვეულ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც საჯაროდ სათქმელი არ არის. დეკანოზის თქმით, მამა გიორგის ემოციური მდგომარეობა მძიმეა.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მამა გიორგის ზიარებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

„მამა გიორგის ზიარების შეფერხება არანაირად არ ხდება. მოძღვარი, რომელიც ჩათვლის შესაძლებლად აზიაროს მისი სულიერი მდგომარეობიდან და აღსარებიდან გამომდინარე, შეზღუდვა არ არის – ნებისმიერ სასულიერო პირს, იქნება მღვდელი, თუ მღვდელმთავარი შეუძლია აზიაროს. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისეთი სურათი იხატებოდა, რომ ველოდებოდი, გაცილებით მძიმე იყო. მამაო საკმაოდ ენერგიულად არის. ექიმები აფასებენ მის მდგომარეობას როგორც საშუალოს. რაც ჩატარდა კვლევები, მადლობა ღმერთს, ინსულტს არ ადასტურებს, თუმცა წინ კიდევ არის რამდენიმე კვლევა, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებულ დროში ჩატარდება. ჯერჯერობით არ აფასებენ მძიმედ და სასიხარულოა, რომ მას არ აქვს ასეთი მდგომარეობა. მისი ემოციური მდგომარეობა მძიმეა. განსაცდელი მასზე, მის ოჯახზე ძალიან დიდია და ამიტომ, არც შეიძლება სხვას ველოდებოდეთ”, – განაცხადა მამა ანდრიამ.

მისივე თქმით, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა ნიკოლოზი უახლოეს პერიოდში აპირებს ზიარების მიზნით მოინახულოს მამა გიორგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g