LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართავენ

101

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მისი ძმის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს. ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატები საქართველოს პრეზიდენტს ხვალ დაკავებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

„მივმართავთ ჩვენც ოჯახის წევრები პრეზიდენტს, რადგან მხოლოდ მას შეუძლია უდანაშაულო მსჯავრდებულის შეწყალება და გათავისუფლება. შეიწყალებს თუ არა, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ საქმეს სტრასბურგის სასამართლოში. იმედიანად ვუყურებთ პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებას, რადგან ბოლო განცხადებები ამ საქმესთან დაკავშირებით მისი მხრიდან ძალიან იმედისმომცემი იყო. იმედია, ღმერთი გაუნათებს გონებას და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა დეკანოზის ძმამ.

გიორგი მარგველაშვილმა 2 აგვისტოს განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების განხილვას გეგმავს. მისი თქმით,  ამ საქმეში შეჯიბრებითობის პრინციპი, ფაქტობრივად, არ არსებობდა.

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვს.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

პოპულალურები